ბოლნისის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მერვე კლასელმა ბავშვი გააჩინა - ინფორმაცია რადიო მარნეულმა სამოქალაქო აქტივისტებზე დაყრდნობით გაავრცელა.
მათი ცნობით, სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლებისათვის ადრეულ ასაკში ქორწინების შესახებ ინფორმაცია ცნობილი მხოლოდ მას შემდეგ გახდა, რაც 14 წლის გოგომ იმშობიარა.
შსს-მ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლით დაიწყო, რაც თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევას გულისხმობს. დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით 7-დან 9 წლამდე ვადით.