თბილისში, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტთან სროლა იყო

გამოქვეყნდა:

ინციდენტი  კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტთან - ჩარგლის ქუჩაზე ცოტა ხნის წინ, ადგილობრივებსა და უცხოელ სტუდენტებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, რასაც სროლა მოჰყვა. არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთმა ადგილობრივმა ჰაერში ისროლა. 

როგორც "მთავარი არხის" ვებგვერდს შსს-ში განუცხადეს, დაშავებული არავინაა. დაპირისპირება კი არასწორად გაჩერებული მანქანის გამო დაიწყო. ამ დროისათვის ადგილზე პოლიცია და ექსპერტ-კრიმინალისტები არიან მობილიზებული. მიმდინარეობს გამოკითხვები.

შსს-მ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 236-ე მუხლით დაიწყო, რაც  ცეცხლსასროლი იარაღის (გარდა სანადირო გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღისა (თოფისა)), საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღებას გულისხმობს.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი