
სექსუალური შევიწროების ბრალდების გამო, UEFA-მ ქალთა საფეხბურთო კლუბის, "მართვეს" ყოფილ მწვრთნელს, პაატა დოგრაშვილს სამწვრთნელო ლიცენზია გაუუქმა, - ინფორმაციას სოციალურ ქსელში ორგანიზაცია "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" PHR - ავრცელებს.
ორგანიზაციის ცნობით, ფედერაციამ გადაწყვეტილება გუნდის ფეხბურთელების მიერ სამართლებრივი ბრძოლის საფუძველზე მიიღო.
"საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენელმა გვაცნობა, რომ ქალთა საფეხბურთო კლუბი "მართვეს" ყოფილ მწვრთნელს, პაატა დოგრაშვილს, UEFA-ს მითითების შესაბამისად მწვრთნელის ლიცენზია გაუუქმდა. ფედერაციამ ეს გადაწყვეტილება ფეხბურთელი ქალების მიერ დაწყებული სამართლებრივი ბრძოლის საფუძველზე მიიღო, რომელთაც სასამართლოში PHR-ის ადვოკატები წარმოადგენდნენ. PHR-ი ელის ფედერაციისგან სიახლეს ქალთა საფეხბურთო კლუბ "ნიკეს" მწვრთნელის - გივი კვარაცხელიას ლიცენზიის გაუქმების შესახებ. აღნიშნული მწვრთნელის მიერ ჩადენილი სექსუალური შევიწროება სასამართლოს ორმა ინსტანციამ დაადასტურა - ფეხბურთელი ქალების ბრძოლისა და PHR-ის სამართლებრივი დახმარების შედეგად", - წერს ორგანიზაცია.