"თავისუფალი აზრისთვის, ჩემი შეხედულებებისთვის "დავისაჯე..." | ოზურგეთში, ექვთიმე თაყაიშვილის სახლ-მუზეუმიდან თანამშრომლები გაუშვეს

გამოქვეყნდა:

"ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სამუზეუმო ქსელის წმენდა დასრულდა ორი თავისუფლად მოაზროვნე, განათლებული, ღირსეული, მოღვაწე-მოქალაქეების მაიკო გოგორიკიძე და მანანა მენაბდის გათავისუფლებით" -  ამის შესახებ ინფორმაციას სამოქალაქო აქტივისტი ირმა გორდელაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს.

"ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სამუზეუმო ქსელის წმენდა(რეორგანიზაცია) დასრულდა ორი თავისუფლად მოაზროვნე, განათლებული, ღირსეული, მოღვაწე-მოქალაქეების მაიკო გოგორიკიძე და მანანა მენაბდის გათავისუფლებით .ოზურგეთის მერს, მის ხელქვეით ქავთარაძეს არ შერჩება ეს საქციელი, წაესაკრებიან პოლიტიკური ნიშნით საღადმოაზროვნე ადამიანთა სამსახურებიდან დათხოვნას.ბრძოლას ვინ მოიგებს იმასაც ვნახავ.თქვე სამარცხვინოებოო!" - წერს ირმა გორდელაძე

მუზეუმიდან გათავისუფლებას ადასტურებს მაია გოგორიკიძეც და წერს, რომ ის თავისუფალი აზრისა და შეხედულებებისთვის დაისაჯა:

"გილოცავთ,მუზეუმიდან გათავისუფლების შესახებ გავიგე უკვე...რის გამო მოაწყვეთ ივლისის შემდეგ ამხელა ამბავი, ყველას ხელი მოაწერინეთ მოსალოდნელ გათავისუფლებაზე, ორი ადამიანი რომ გაგეშვათ? ლანა ქავთარაძემ მიზეზად მუზეუმების "უკეთ მუშაობა" დაასახელა (ვიდეოს აქვე ავტვირთავ) ორი ადამიანი უშლიდა სამუზეუმო გაერთიანებას ხელს უკეთ მუშაობაში? პ.ს.სპექტაკლიც დაადგმევინეთ ექვთიმეზე, მაგრამ მაინც... არაფერი გიგრძვნიათ, ექვთიმესთან არც გაგივლიათ... პ.ს.ს. თავისუფალი აზრისთვის, ჩემი შეხედულებებისთვის "დავისაჯე..." ოზურგეთი პატარაა არავინ არაფერს ამბობს, მაგრამ ყველამ ყველაფერი იცის- ვინ მოყვანეთ მუზეუმში, ვის უშვებ, რატომ...გახსნის დღიდან ექვთიმეს მუზეუმში ვმუშაობ, ექვთიმეს მუზეუმი ჩემთვის სამსახურზე მეტი იყო. იტყვით არავინააა შეუცვლელიო, არც თქვენ ბატონო მერო!", - წერს გოგორიკიძე და მერს, ავთანდილ თალაკვაძეს მიმართავს.

 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი