30 ათასამდე ადამიანი მხოლოდ ერთ წელიწადში - ევროკომისია აქვეყნებს მონაცემებს, რომლის მიხედვითაც 2022 წელს საქართველოდან ევროპაში თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი მინიმუმ 81%-ით გაიზარდა და ეს მხოლოდ ლეგალური მოთხოვნების მაჩვენებელია - კიდევ უფრო მძიმეა არალეგალებთან დაკავშირებული სტატისტიკა. ამ მონაცემებს ქართული ოცნება ყოველგვარი გაღიზიანების გარეშე ხვდება - მმართველ პარტიაში ევროპელებს სპეკულაციაში ადანაშაულებენ და უარყოფენ ეკონომიკური გაჭირვების გამო ქვეყნიდან ადამიანების მასობრივი გადინების ფაქტს. პრობლემის გამო დუმს სახალხო დამცველიც.