საქართველოდან ონკოპაციენტების რეკორდული რაოდენობა გადის. მიდიან სამკურნალოდ სხვადასხვა ქვეყანაში. განსაკუთრებით გაიზარდა წასული პაციენტების რიცხვი ზაფხულში და ყველაზე მეტი დაავადებული საფრანგეთში ჩავიდა. იმდენად დიდი რაოდენობა, რომ ახლა ამ ქვეყნის ხელისუფლებაც და კლინიკებიც ფიქრობენ, რა უშველონ მათ რადგან ამდენი პაციენტისთვის საკმარისი ადგილებიც არ აქვთ, სწორედ ამიტომ საწოლების დამატებაც კი მოუწიათ. მათ პრობლემებზე აქტიურად წერს ფრანგული მედიაც.
მკურნალობის მოლოდინში მყოფი საქართველოს მოქალაქეები კი კარვებში ათენებენ ღამეებს. სტრასბურგში ქართველი ემიგრანტების კარვების ქალაქიც გაჩნდა, სადაც ისინი გაუსაძლის პირობებში ცხოვრობენ.
ავტორი: ნანუკა მაღლაკელიძე