"14 დღის შემდეგ ღმერთმა წამართვა იმედი"| ქართველი ებრაელი თამარ გოლდბერგი გარდაცვლილი იპოვეს

გამოქვეყნდა:

ჰამასის თავდასხმის შემდეგ დაკარგული ქართველი ებრაელი თამარ გოლდბერგი გარდაცვლილი იპოვეს - ინფორმაციას სოციალურ ქსელში მისი და ავრცელებს: 

"14 დღის შემდეგ ღმერთმა წამართვა იმედი, რომელიც ჩემში იყო...თამი ცივსისხლიანად მოკლეს სასაკლაზე.
მის მთლიან სხეულსაც კი ვერ დავინახავთ. ღმერთმა უმძიმესი განაჩენი გამოგვიტანა. ღმერთმა ჩააქრო ჩვენი სინათლე...

შენ ალბათ ზედმეტად წმინდა იყავი ამ საშინელი სამყაროსთვის. სამუდამოდ ჩემს გულში იქნები.
ბოდიში, რომ ჯოჯოხეთის გავლა მოგიწია....შენ იცხოვრე ერთი წამით, ბოლო მომენტამდე. მიყვარხარ და არასდროს დამავიწყდები" წერს თამარის და.

ოჯახი გოლდბერგს 2 კვირის განმავლობაში ეძებდა, მათ შორის, საკუთარი ძალებით. ის იმ მუსიკალურ ფესტივალზე იმყოფებოდა, რომელსაც 7 ოქტომბერს "ჰამასი" დაესხა თავს. თამარ გოლდბერგს კვირას დაკრძალავენ. 

მთავარი 08:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი