ლენტეხში სტიქიაა - წაღებულია ხიდები, გზები, დატბორილია სახლები 

გამოქვეყნდა:

ქვემო სვანეთში სტიქიაა. რამდენიმესაათიანი გადაუღებელი წვიმის შედეგად, ლენტეხში მდინარე ლასკადურა ადიდდა, კალაპოტიდან გამოვიდა და წაიღო ხიდები. დაზიანებულია საავტომობილო გზებიც.

"მთავარი არხის" კორესპონდენტის ინფორმაციით, ძლიერი წვიმა გამთენიისას დაიწყო, რამაც ადგილობრივ მოსახლეობას დიდი ზარალი მოუტანა. გარესამყაროსაა მოწყვეტილი 4 სოფელი, დახოცილია ფრინველი და ცხოველი, დატბორილია საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები, ასევე სახნავ-სათესები, განადგურებულია მოსავალი.

ადგილობრივები დახმარების მოლოდინში არიან. რამდენიმე საათში, სტიქიის ზონაში რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის დეპუტატი გოჩა ენუქიძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ჩავლენ და არსებულ ვითარებას საკუთარი თვალით ნახავენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი