ისრაელის არმიის განცხადებით, მიაჩნიათ, რომ "ჰამასის" მიერ ღაზაში მძევლად 212 ადამიანია აყვანილი. გუშინდელი შეფასებით, ტყვების რიცხვი 210 იყო.
IDF-ის სპიკერი, დანიელ ჰაგარი ამბობს, რომ მძევლების ოჯახები ინფორმირებულები არიან. მისი თქმით, რიცხვი საბოლოო არაა, რადგან დაკარგულთა შესახებ ეტაპობრივად ახალ ინფორმაციებს იღებენ.
პარასკევს, ორი ამერიკელი მძევალი - დედა და მისი ქალიშვილი პირველები იყვნენ, ვინც გაათავისუფლეს.