"ჯანდაცვიდან მივიღეთ პასუხი, რომ ყველა მომსახურების მიღება აქაც შესაძლებელი იყო" | ევროპიდან საქართველოს მოქალაქეების დეპორტაციის მაჩვენებელი გაზრდილია 

გამოქვეყნდა:

ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოს მოქალაქეების დეპორტაციის მაჩვენებელი გაზრდილია. 
წელს ყველაზე მეტი მოქალაქის დეპორტაცია გერმანიიდან მოხდა, სტატისტიკის მიხედვით გერმანიის შემდეგ საფრანგეთი და საბერძნეთია, სადაც ქართველი ემიგრანტების სამშობლოში დაბრუნების შესახებ მიიღეს გადაწყვეტილება.

საქართველოს მოქალაქე გვიყვება, რომ გერმანიიდან დაადეპორტეს. მისი თქმით, სამშობლოდან თირკმლის პრობლემების სამკურნალოდ წავიდა.

"სექტემბერს 28-ში გახდებოდა ერთი წელი და 13 სექტემბერს დაგვადეპორტეს. მეუბნებოდნენ, რომ 10%-ზე რომ ჩამოვიდოდა თირკმლის ფუნქცია, დიალეზს დაიწყებდნენ, სამწუხაროდ, ვერ მოხდა მაქამდე მისვლა, 12% მქონდა, რომ წამოვედი. გავასაჩივრე, როგორ ყველა ქართველი აკეთებს, გასაჩივრებიდან, სასამართლოდანაც მოვიდე ისევ უარი, ეწერა, რომ საქართველოში ეს პრობლემა მოგვარებადია და გერმანია არ არის ვალდებული, რომ მე იქ დავრჩენილიყავი", -  ამბობს ერთ-ერთი ქართველი.

საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე ყვება, რომ სამედიცინო მომსახურების მისაღებად საფრანგეთში წავიდა, თუმცა საქართველოსგან გაგზავნილ ოფიციალურ პასუხში ეწერა, რომ იგივე სერვისების მიღება აქაც იყო შესაძლებელი.

"როდესაც საფრანგეთის მთავრობას მოვთხოვეთ ჩვენ დახმარება, სამედიცინო კუთხით, პირდაპირ მოვიდა სასამართლოდ გადაწყვეტილება, რომ იგივე სერვისების მიღება შეგიძლია აბსოლუტურად საქართველოში. როდესაც გავაგზავნეთ მოთხოვნა საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროში, რომ წარმედგინა საბუთიერად, რომ ნამდვილად არ არის, რაზე მეთქვა უარი საქართველოში ყოფნის დროს, რომ აქ წარმედგინა, რომ ნამდვილად არ არსებობს, მოვიდა საერთოდ სხვა პასუხი, რომ ყველაფერი არსებობს, აბსოლუტურად ყველა სერვისის მიღება შეგვიძლია, ცოტა შოკირებული დავრჩი და ძალიან იმედგაცრუებული. [...] ორი წელი ვიბრძოდით ბავშვის გადასარჩენად და კიდევ კარგი ჩამოვედი. 100%-დან 98%-ს უარს ეუბნებიან, გამორიცხულია ვინმემ მიიღოს დადებითი პასუხი უიშვიათესი ქეისების გარდა", - ყვება კიდევ ერთი ქართველი.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე კვირის წინ სამშობლოში ჩაარტერული რეისით საქართველოს 50-მდე მოქალაქე დააბრუნეს.

მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი