
ბათუმში, "ოცნების ქალაქში" მცხოვრებლები აქცია მართავენ. აქციის მონაწილეებმა "ოცნების ქალაქის" მიმდებარედ ფრიდონ ხალვაშის გამზირის გადაკეტვა რამდენჯერმე სცადეს, თუმცა პოლიცია მათ ამის უფლებას არ აძლევს.
როგორც ადგილობრივი გამოცემა "ბათუმელები" წერს, აქციის მონაწილეებმა გზის გადაკეტვა მხოლოდ რამდენიმე წუთით მოახერხეს.
ამბობენ, რომ ხელისუფლება მათ ყურადღებას არ აქცევს და ითხოვენ, რომ "ოცნების ქალაქში" ყველა მცხოვრებთან გაფორმდეს საგარანტიო ხელშეკრულება, რომ ისინი საცხოვრებელ ბინებს აუცილებლად მიიღებენ.
ისინი მათთან ხელისუფლების წარმომადგენლების მისვლასაც ითხოვენ.
ფოტო: "ბათუმელები"