
უკვე სამი ათწლეულია, ამერიკის შეერთებული შტატები უამრავ ახალგაზრდას ეხმარება სხვადასხვა ფორმატის გაცვლით პროგრამაში ჩართვით. ამ პროგრამების ალუმნები, ანუ კურსდამთავრებულები იძენენ თანამედროვე ცოდნას, ახალ პერსპექტივას სამყაროს შესახებ, კონტაქტებს მთელი მსოფლიოს გარეშემო, ტექნიკურ ცოდნას და პრაქტიკულ გამოცდილებას და ეს ყველაფერი მათ ეხმარებათ იმაში, რომ თავის სფეროებში საუკეთესოები გახდნენ და სრულიად ახალი ჰორიზონეტები დაიპყრონ.
ცხადია ამ პროგრამების სპეციფიკა, თემები და ხანგრძლივობა იცვლება, მაგრამ არ იცვლება მთავარი პრინციპი -- ამ ახალგაზრდებს ამერიკის მთავრობა ეხმარება ფინანსურად, და სანაცვლოდ ერთადერთ პირობას უყენებს - დაბრუნდნენ საკუთარ ქვეყანაში და ახალი ცოდნა თავის სამშობლოს მოახმარონ. ჩვენ პერიოდულად შემოგთავაზებთ ხოლმე ისტორიებს საინტერესო ადამიანებზე, რომლებიც სხვადსხვა დროს გაცვლითი პროგრამების კურსდამთავრებულები იყვნენ. ამ რუბრიკას ჩვენი ჟურნალისტი გვანცა სუთიძე წარმოგიდგენთ. პირველი სტუმარი კი ახალგაზრდა მეღვინე იქნება, ვის ოჯახურ ბიზნესზეც და პროფესიულ ამბიციებზეც ამერიკულმა გამოცდილებამ მნიშვნელოვანი კვალი დატოვა.
ავტორი: გვანცა სუთიძე