Facebook და Messenger შეფერხებით მუშაობს

გამოქვეყნდა:

Facebook და Messenger შეფერხებით მუშაობს. სოციალური ქსელით სარგებლობა უჭირთ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც.

Downdector-ის მონაცემებით, მომხმარებელთა 52% ამბობს, რომ Facebook-ის აპლიკაცია შეფერხებით მუშაობს, ვებგვერდით სარგებლობა 34%-ს უჭირს, 14% კი საიტზე იდენტიფიკაციას ვერ ახერხებს.

Messenger-ის შემთხვევაში კი 46%-ს შეტყობინებების გაგზავნა უჭირს, 34% ვებგვერდით ვერ სარგებელობს, 20%-ს კი აპლიკაციის გამოყენება უჭირს.

კომპანიაში ოფიციალური განცხადებები არ გაკეთებულა, შესაბამისად, რას უკავშირდება ხარვეზები, უცნობია. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი