რა ბედი ელით პაციენტებს? - ინფექციურის გადაწყვეტილებაზე მინისტრის მოადგილეს საუბარი არ სურს

გამოქვეყნდა:

ხარისხის შენარჩუნებისთვის აუცილებელია გამართული ინფრასტრუქტურა - ამბობს ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი მარინა ეზუგბაია და იმ გადაწყვეტილების შესახებ საუბრობს, რომელის კლინიკის ხელმძღვანელობამ მიიღო.

ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრი დღეიდან კოვიდ და აივ ინფიცირებული პაციენტების მიღებას აჩერებს და მიზეზად კლინიკის უმძიმეს მდგომარეობას ასახელებს.

გამართული ინფრასტრუქტურის მოთხოვნა დღევანდელ პერიოდში, ეს არ არის ჩვენი ცენტრის ფუფუნება, ეს არის გადაუდებელი სასიცოცხლო მნიშვნელობის საჭიროება - ამბობს მარინა ეზუგბაია.

რა ბედი ელით პაციენტებს? - ამ კითხვაზე ჯანდაცვის მინისტრის ერთმა მოადგილემ დღეს კომენტარი არ გააკეთა და ჟურნალისტები მეორე მოადგილესთან გადაამისამართა. 

თენგიზ ცერცვაძის განცხადებას გუშინვე გამოეხმაურა ჯანდაცვის მინისტრი, რომელიც ამბობს, რომ კორონავირუსით დაინფიცირებული პაციენეტები სხვა კლინიკებში გადანაწილდებიან, რაც შეეხება აივ ინფიცირებულებს, ტიკარაძის თქმით, ინფექციურის ხელმძღვანელობას საკუთარი გადაწყვეტილება სამინისტროსთვის 2 თვით ადრე უნდა ეცნობებინა, თუმცა ასე არ მომხდარა.

ამის გამო ტიკარაძე ინფექციურ საავადმყოფოს დაჯარიმებითაც დაემუქრა.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი