დაახლოებით 35 სოფელში ამ ეტაპზე დამაკავშირებელი გზა არ გვაქვს - ლენტეხის მერი

გამოქვეყნდა:

რამდენიმესაათიანი გადაუღებელი წვიმის შედეგად, ლენტეხში მდინარე ლასკადურა ადიდდა, კალაპოტიდან გამოვიდა, წაიღო ხიდები და დააზიანა საავტომობილო გზები. ლენტეხის მერის, ბადრი ლიპარტელიანის განცხადებით, დაახლოებით 35 სოფელში ამ დროისთვის დამაკავშირებელი გზა არ აქვთ.

დაახლოებით 35 სოფელში ამ ეტაპზე დამაკავშირებელი გზა არ გვაქვს. შოურის და ლაშხეთის ქედის თითქმის ყველა სოფელი ამ ეტაპზე მოწყვეტილია გარემოს. დააზიანა ჩოლურის ქედის 5 სოფელი მთლიანად, წაღებულია შიდა სასოფლო ხიდი, ასევე დიდი საშიშროებაა, მდინარე ლასკადურა ადიდა, რომელიც დაბის მოსახლეობის 25%-ს ძალიან დიდ საშიშროებას უქმნის, - თქვა ბადრი ლიბარტელიანმა.

მერის ინფორმაციით, ლასაკდულასთან ერთად მოსახლეობას საფრთხეს კიდევ 2 მდინარე უქმნის. ადგილზე ამ დროისთვის ისევ გადაუღებლად წვიმს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი