"აქაც არ გვაყენებენ" | სანატორიუმ "მეტალურგში" მცხოვრები დევნილების თქმით, ხელისუფლება ფართის დატოვებას სთხოვს

გამოქვეყნდა:

აფხაზეთიდან დევნილები საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილებას ითხოვენ. წყალტუბოს სანატორიუმ "მეტალურგში" შესახელებულების ნაწილი ხელისუფლებამ ალტერნატიული ფართით არ დააკმაყოფილა, შენობაზე კი, რომელშიც ათეული წლებია ცხოვრობენ ეუბნებიან, რომ უნდა დატოვონ. 

მათი თქმით, ხელისუფლება ამბობს, რომ ფართით ინვესტორია დაინტერესებული. იძულებით გადაადგილებული პირები ამბობენ, რომ წასასვლელი არსად აქვთ. სანატორიუმის ყოფილ შენობაში ჭერიდან წყალი ჩადის, შენობის სახურავი ნახევრად გადახდილია, დაბზარულია კედლები.

"წყალი ჩამოდის, ჭერი ჩამოინგრა, იატაკები ყველგან დანგრეულია, საერთოდ სანატორიუმი გამოშიგნულია, პირველ სართულზე მაინც არაფერი არაა საერთოდ, ყველგან ქარი, მინები არ არის, თბილ წყალზე ლაპარაკი ზედმეტია, ზამთარში შეშის ფეჩზე ვთბებით და აქაც არ გვაყენებენ. გვეუბნებიან, თუ არ გახვალთ აქედან და ბინას არ იქირავებთ, ვერ მიიღებთ ბინას. [ბონა თქვენი ხარჯით დაიქირავეთო?] აბა ვინ მოგცემს რამეს, შეიძლება, რომც გადაგიხადოს ორი თვე, მერე არ გადაგიხდის", - ამბობს ერთ-ერთი მცხოვრები. 

აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები ამბობენ, რომ თუ ფართებით უზრუნველყოფა არ მოხდება, აქციებს გამართავენ.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი