3 თვეში ევროპიდან საქართველოს 1000-ზე მეტი მოქალაქე დააბრუნეს | 696 გერმანიიდან

გამოქვეყნდა:

ქართველების მასობრივი დეპორტაცია ევროპიდან და საგანგაშოდ გაზრდილი სტატისტიკა - შსს-ს მონაცემებით, 2023 წლის მესამე კვარტალში [ივლისი, აგვისტო, სექტემბერი] ყველაზე მეტი თანხმობა საქართველოს მოქალაქეების გერმანიიდან დაბრუნებაზე გაიცა -  ჯამში საქართველოში 696 ადამიანი დააბრუნეს, საქმეების განხილვისას მხოლოდ ორს უთხრეს უარი რეადმისიაზე. მათგან: 333 კაცი, 164 ქალი და 199 არასრულწლოვანია.

შემდეგ მოდის:

  • საფრანგეთი - 136 მოქალაქე;
  • შვეიცარია - 48 მოქალაქე;
  • საბერძნეთი - 33 მოქალაქე;
  • პოლონეთი - 28 მოქალაქე;

რეადმისიით საქართველოს მოქალაქეები დაბრუნდნენ  ესპანეთიდან, შვედეთიდან, იტალიიდან , ბელგიიდან, ავსტრიიდან, ნიდერლანდებიდან  და ევროკავშირის წევრი სხვა ქვეყნებიდან, სულ - 1070 მოქალაქე. რეადმისიაზე არ დაკმაყოფილდა მხოლოდ 4 განაცხადი.

არალეგალური მიგრაციის კონტროლის გამკაცრების საჭიროებაზე გერმანიის კანცლერმა ისაუბრა.Der Spiegel-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ოლაფ შოლცი ამბობს, რომ დეპორტაცია უფრო ხშირი და ჩქარი ტემპით უნდა დაიწყონ.

შოლცმა აღნიშნა, რომ საქართველოსა და მოლდოვას კლასიფიცირებას უსაფრთხო ქვეყნებად ახდენენ.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი