"ჯანსაღი კვება ყველა მოსწავლეს" | პეტიციით 10 000 მოქალაქე კვების პროგრამის დანერგვას ითხოვს

გამოქვეყნდა:

"ჯანსაღი კვება ყველა მოსწავლეს" -  ამ მოთხოვნით შექმნილ პეტიციას უკვე 10 000 ხელმოწერა აქვს. მშობლები სკოლებში ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი პროდუქტებით ვაჭრობის აკრძალვასა და საგანმანათლებლო დაწესებულებებში კვების პროგრამის დანერგვას ითხოვენ. პეტიციის ორგანიზატორები არასამთავრობო ორგანიზაციები - "მშობლები განათლებისთვის" და "განათლების კოალიცია" არიან.

მოქალაქეების ხელმოწერები მოთხოვნებთან ერთად განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გაუგზავნეს.

"დღეს ჩვენ სკოლებში არ გვაქვს ბუფეტები, ჩვენ გვაქვს უბნის მარკეტები, სადაც ყველაზე დაბალი ხარისხის და ყველაზე იაფფასიანი პროდუქტები იყიდება. სამწუხაროდ, მშობლები უძლურები აღმოჩნდნენ, რომ ეს პრობლემა სკოლის დონეზე ამიტომ ჩვენ განათლების მინისტრისგან ვითხოვთ, რომ 410-ე დადგენილება გახადოს არა სარეკომენდაციო, არამედ სავალდებულო ხასიათის. დადგენილებით რეგულირდება რა საკვების გაყიდვა არ არის მიზანშეწონილი სკოლებში და გეტყვით, რომ სწორედ ეს ყველაფერი იყიდება დღეს სკოლის ბუფეტებში", - თქვა "მშობლები განვითარებისთვის" ხელმძღვანელმა, მეგი კავთუაშვილმა.

განათლების კოალიციის დირექტორი, გიორგი ჭანტურია ამბობს, რომ სასკოლო კვების პროგრამის მიმართულებით, ამ დრომდე, გარდა აბსტრაქტული საუბრებისა, რაიმე ქმედითი ნაბიჯი არ გადადგმულა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი