
ხანძარია თბილისში - არსებული ინფორმაციით, ვაზისუბანში ცეცხლი საცხოვრებელი კორპუსის ბინაში გაჩნდა.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
"მთავარი არხის" ვებგვერდი დამატებით დეტალებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში არკვევს.