როგორ მუშაობს რუსული ბიზნესი საქართველოში - სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 1-ელი ოქტომბრის მდგომარეობით საქართველოში რუსული კაპიტალის მონაწილეობით 17 318 ბიზნეს-სუბიექტია აქტიური. აქედან ყველაზე მეტი 2376 კომპანია ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორში დარეგისტრირდა.
"წელიწადზე მეტია ვმუშაობ, მომხმარებელს ფართო არჩევანს ვთავაზობთ.. გვაქვს ჭურჭელი, სააბაზანოს ნივთები, დეკორატიული ნივთები.. ყველაფერი, რასაც ისურვებთ. თიხა ჩამოგვაქვს გერმანიიდან, თურქეთიდან. ქართული თიხა ასეთი ნაკეთობებისთვის არ გამოდგება ადვილად იმსხვრევა. დანადგარები რუსეთიდან ჩამოვიტანეთ. სამწუხაროდ საქართველოში ასეთი ტექნიკა არ იწარმოება. 5 თანამშრომელი მყავს აქედან უმრავლესობა რუსეთის მოქალაქეა" - ამბობს ერთ-ერთი რუსი, რომელიც თბილისში ეწევა ბიზნეს-საქმიანობას.
მესამე სექტორს ხელისუფლებასთან მთავარი კითხვა აქვს, თუ რას აკეთებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქეებისგან მომდინარე პოტენციური საფრთხის შესამცირებლად.