ვაზისუბანში აფეთქების შედეგად დაშავებული ერთ-ერთი პირი კლინიკაში გარდაიცვალა

გამოქვეყნდა:

ვაზისუბანში აფეთქების შედეგად დაშავებული ერთ-ერთი პირი ხეჩინაშვილის კლინიკაში გარდაიცვალა. ინფორმაციას "მთავარი არხის" ვებგვერდს კლინიკაში გვიდასტურებენ. ამბობენ, რომ მას სიცოცხლესთან შეუსაბამო დამწვრობები ჰქონდა და ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. 

კლინიკაში ამ დროისთვის ხანძრის შედეგად დაშავებული 2 ადამიანი რჩება. 

შეგახსენებთ, რომ საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძარი ბუნებრივი აირის გაჟონვას უკავშირდება, რამაც აფეთქება გამოიწვია. ამ დროისთვის ცეცხლი ლიკვიდირებულია. ხანძრის შედეგად დაზიანებულია კორპუსის 3 სართული.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი