მარნეულში ცხოველების ფარდული იწვის | მოსახლეობა ცეცხლის ჩაქრობას თავად ცდილობს

გამოქვეყნდა:

მარნეულში, ერთ-ერთი კერძო სახლის ეზოში ცხოველების ფარდული იწვის. ადგილობრივები ამბობენ, რომ მიუხედავად იმისა, რომ სახანძრო სახლთან ახლოსაა, მას დიდხანს ელოდნენ, თუმცა სამაშველო ჯგუფი ადგილზე ამ დრომდე არ მისულა. 

"ერთი სახანძრო მანქანა ჰყავთ და ეგეც სხვაგანაა გასულიო... სახანძროს თანამშრომელი რაციით მოვიდა, ლაპარაკობს და სათლით ხელში აქეთ-იქით დარბის", - ამბობენ ადგილობრივები. მისივე ინფორმაციით, ამ დროისთვის, სავარაუდოდ, 1 ცხვარია დამწვარი. მოსახლეობა ცეცხლის ჩაქრობას თავად ცდილობს. 

სარედაქციო ჩასწორება: მოგვიანებით საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში გვითხრეს, რომ "სახანძრო ადგილზე მალევე მივიდა და ცეცხლი უკვე ლიკვიდირებულია".

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი