ლენტეხში ცენტრალურ გზაზე მოძრაობა აღდგა. ადგილზე რჩება ტექნიკა, რომელიც სოფლებში სამუშაოების დასაწყებად წყლის დონის დაწევას და გამოდარებას ელის. შეგახსენებთ, რომ ლენტეხში ძლიერი წვიმის შედეგად რამდენიმე მდინარე ადიდა, წაიღო ხიდები და გზები.
ლენტეხის მერის, ბადრი ლიპარტელიანის განცხადებით, დამაკავშირებელი გზის პრობლემა დაახლოებით 35 სოფელში აქვთ.
ცენტრალური გზა, რომელიც ჩაკეტილი იყო მდინარის გადმოსვლის გამო, რამაც მოსახლეობის 40-60% ჩაკეტა. მოვიყვანეთ ტექნიკა, ამჟამად ეს გზა გახსნილია და ცენტრალურ გზაზე მოძრაობა აღდგენილ. შიდა სასოფლო გზებზე დამატებით ტექნიკას ველოდებით, შესაბამისი სამუშაოების დასაწყებად, - თქვა ბადრი ლიბარტელიანმა.
სტიქიამ განსაკუთრებით 5 სოფელი დააზარალა.