დიდუბის რაიონში მოძრაობა შეფერხებულია, ბოდიშს გიხდით | მერია სატრანსპორტო კოლაფსზე

გამოქვეყნდა:

დიდუბის რაიონში მოძრაობა პარალიზებულია. მერიის ინფორმაციით, მიზეზი "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" სამუშაოებია. მათივე ცნობით, მოძრაობა უახლოეს პერიოდში აღდგება:

"დიდუბის რაიონში, ბელიაშვილისა და ბალანჩინის ქუჩების კვეთაზე, ტრანსპორტის მოძრაობა შეფერხებულია. 
გზის აღნიშნულ მონაკვეთზე კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" სამუშაოებს აწარმოებს, რის გამოც, იტვირთება მოძრაობა გლდანის რაიონის მიმართულებით. 
კომპანიის ინფორმაციით, სამუშაოები უახლოეს პერიოდში დასრულდება და მოძრაობა აღდგება. 
თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო!" აცხადებს მერია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი