ვინ აჩუქა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეს, ევა გოცირიძეს 19 600 ევრო? მოსამართლის 2023 წლის დეკლარაციიდან ირკვევა, რომ ევა გოცირიძეს თანხა ოჯახის წევრმა აჩუქა, თუმცა დოკუმენტში მითითებული არ არის მისი ვინაობა.
კითხვის ნიშნებს აჩენს მოსამართლის უძრავი ქონებაც, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში რეკორდულად გაიზარდა.
შეგახსენებთ, გოცირიძე ერთ-ერთია იმ მოსამართლეებს შორის, რომელმაც ქართული ოცნების პოზიცია სრულად გაიზიარა და პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი კონსტიტუციის დამრღვევად ცნო