საქართველოში საარსებო შემწეობას 400 ათასზე მეტი ადამიანი იღებს. მძიმე სტატისტიკას სოციალური მომსახურების სააგენტო აქვეყნებს. მონაცემებით, მათგან 200 ათასზე მეტი ბავშვია, რომლებიც 200-ლარიან საარსებო შემწეობას იღებენ. ამ ასაკის ბავშვების რაოდენობა 25%-ზე მეტია, ანუ საარსებო შემწეობას 16 წლამდე ასაკის ბავშვებიდან ყოველი მეოთხე იღებს. რაც შეეხება ოჯახებს, ქვეყანაში საარსებო შემწეობა 122 416 ოჯახზე გაიცემა.