მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის ახალი სამედიცინო დასკვნა. კუნთების ატროფია, ნეიროპათია, კოგნიტიური გაუარესება - ასე აღწერენ მესამე პრეზიდენტის მდგომარეობას სახალხო დამცველის მიერ მოწვეული მედიკოსები. ექიმებმა მიხიელ სააკშვილი კლინკა ვივა მედში გასინჯეს, გაეცნენ სამედიცინო მასალებს და ესაუბრნენ კლინიკის პერსონალს. მედიკოსების თქმით, სახეზეა დადებითი დინამიკა, გაუმჯობესებულია ძილიც. საქართველოს მესამე პრეზიდენტი დღეისთვის 70 კილოგრამს იწონის.