სამინისტროს დაქირავებულმა კომპანიამ სოფელ ზღვაიას სკოლის დემონტაჟი დაიწყო და არ დაასრულა

გამოქვეყნდა:

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ზღვაიაში სასწავლო პროცესი შეჩერებულია. ამის მიზეზი განათლების სამინისტროს მიერ ტენდერის გზით დაქირავებული კომპანიის, შპს "ალპინა 888-ს" შეუსრულებელი პროექტი გახდა, რომელსაც სკოლის ძველი შენობის დემონტაჟი და ახალი სკოლის აშენება ევალებოდა. 

კომპანიამ ძველი სკოლის დემონტაჟი დაიწყო, თუმცა პროექტი ბოლომდე არ მიიყვანა. შესაბამისად, ვერ მოხერხდა ახალი შენობის აშენება. ზღვაიას სკოლის ასამდე მოსწავლე კი სასწავლო დაწესებულების გარეშე დარჩა. 

წარუმატებელი ტენდერის გამო, განათლების სამინისტრო იძულებული გახდა მოსწავლეებისთვის სამი მიკროავტობუსი გამოეყო. მოსწავლეები ახლა სოფელ ზღვაიასგან 7-8 კილომეტრის დაშორებით, საშანოს დასახლებაში მდებარე სკოლაში დადიან. 

დაზარალებული მოსწავლეების მშობლები წალენჯიხის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს განათლების სამინისტროსთან შუამავლობას სთხოვენ, რადგან თავად განათლების სამინისტრო მშობლების კითხვებს არ პასუხობს.

ავტორი: ემა გოგოხია

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი