
USAID-ის ახალი პროექტი საქართველოში განათლების სექტორს 14 მილიონი დოლარით დააფინანსებს. დაფინანსების ფარგლებში, პროგრამა მოსწავლეზე ორიენტირებული სასკოლო გარემოსა და ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობას გააუმჯობესებს.
მე აქ ვიმყოფები საქართველოს მთავრობასთან და პარლამენტის წევრებთან, მასწავლებლებთან, სკოლების ადმინისტრაციების წარმომადგენლებთან, არასამთავრობოებთან ერთად, რათა გავხსნათ USAID-ის ახალი პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს განათლების სისტემის გაძლიერებას. განათლება არის ძალიან მნიშვნელოვანი, ის შესაძლებლობას მისცემს ახალგაზრდა ქართველებს, რომ იყვნენ უფრო კონკურენტუნარიანები თანამედროვე ევროპულ ეკონომიკაში. ეს მოამზადებს ქართველ მოსწავლეებს პროფესიული წარმატებისთვის და პასუხისმგებლობიანი მოქალაქეობისთვის."ამბობს USAID-ის წარმომადგენელი.
პროექტი 5 წლის მანძილზე ხელს შეუწყობს საქართველოში მომავალ მასწავლებელთა მომზადების საუნივერსიტეტო პროგრამების ხარისხის გაზრდას, სკოლის მართვის გაუმჯობესებასა და საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტონომიურობის გაძლიერებას.