საჩუქრად შეფუთული ქრთამი. კვლევა, რომელიც ჩინოვნიკების შემოსავლებისა და დეკლარაციების შესწავლას მიეძღვნა, ტოვებს განცდას, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსყიდვის ეფექტური სქემა დაამუშავეს და უკვე დიდი ხანია იყენებენ. მონაცემებით დასტურდება, რომ ბოლო ორ წელიწადში "ქართული ოცნების" კლანის თითქმის 400-მა სახელმწიფო მოხელემ საჩუქრად 28 მილიონი ლარი მიიღო. ჯამში სწორედ ეს თანხა არის ასახული მაღალჩინოსნების დეკლარაციებში და წარმომავლობის წყაროდ მითითებული არიან ოჯახის წევრები ან სხვა ნათესავები, რომლებიც ფულს ჩუქნიან. ოპოზიციაშიც და სამოქალაქო სექტორშიც პირდაპირ ამბობენ, რომ ეს ფარული კორუფციაა და თანაც მხოლოდ აისბერგის მწვერვალი - რეალური მასშტაბები კი გაცილებით დიდია.