რუსების არგაღიზიანების პოლიტიკა საპატრიარქოსგან | რუსი ოკუპანტების პატრულირება ლომისის ტაძართან

გამოქვეყნდა:

ლომისის ტაძართან რუსი ოკუპანტების პატრულირების კადრებს სასულიერო პირები ეხმაურებიან. საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, რომელიც "მთავარ არხთან" 
ურთიერთბაზე უარს ამბობს, ჩვენს სიუჟეტზე საპასუხოდ მონასტერში ჩადის და ადგილიდან საუბრობს ფაქტზე, რომელიც კიდევ ერთხელ გასაჯაროვდა.

თავის ვიდეოგზავნილში ანდრია ჯაღმაიძე ფაქტობრივად კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მართლმადიდებელ ეკლესიას, "ქართული ოცნების" მსგავსად რუსების არგაღიზიანების პოლიტიკა აქვს შერჩეული. საპატრიარქოს წარმომადგენლისთვის მიუღებელია ოკუპაცია, თუმცა მიიჩნევს, რომ რუსი სამხედროების ყოფნას თუნდაც ლომისის მონასტერში აუღელვებლად უნდა შევხვდეთ, რომ პრობლემები არ გავაღრმავოთ. 

ავტორი: ნინი ჟიჟიაშვილი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი