მოსახლეობამ განმუხური - ანაკლიის გზა გადაკეტა | ხმაური და დაპირისპირება დარჩელში

გამოქვეყნდა:

მოსახლეობამ განმუხური - ანაკლიის გზა გადაკეტა, რასაც ხმაური და პოლიციასთან სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. სამართალდამცველებმა ადგილობრივები გზის სავალი ნაწილიდან გადაიყვანეს.

პროტესტს კი 3 სოფლის მოსახლეობა საძოვრების გასხვისების გამო მართავს. მათი თქმით, მთლიანობაში 600 ჰექტრამდე ტერიტორიაა გასხვისებული, რის გამოც შემოსავლის ერთადერთი წყაროს გარეშე რჩებიან. ადგილობრივები ძირითადად მესაქონლეობით არიან დაკავებული.

ავტორი: ემა გოგოხია

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი