28 ოქტომბრიდან 29 ოქტომბრამდე, დიდუბის ხიდზე მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება

გამოქვეყნდა:

თბილისის მერიის განცხადებით, დიდუბის რაიონში, შოთა შალიკაშვილის სახელობის ხიდზე მიმდინარე სამუშაოების გამო, გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება.

მერია ამბობს, რომ ხიდის რეაბილიტაცია დასასრულს მიუახლოვდა.

"პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები მთლიანად განხორციელებულია, დარჩენილია მხოლოდ გზის სავალ ნაწილზე ასფალტის საფარის ზედა ფენების დაგება.

დაგეგმილი საგზაო სამუშაოების გამო, 28 ოქტომბრიდან 29 ოქტომბრამდე, ერთი დღის განმავლობაში, დიდუბის ხიდზე საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება", - წერია განცხადებაში.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი