აღმოჩნდება თუ არა ქვეყნისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი საქართველოს რკინიგზა შეერთებული შტატების სანქციების ახალ პაკეტში. ამის ალბათობა მას შემდეგ გაიზარდა, რაც სახელმწიფო კომპანიამ ტიხორეცკის მანქანათმშენებელ ქარხანასთან გაფორმებული ხელშეკრულება ძალაში დატოვა, იმის მიუხედავად რუსული საწარმო ასევე აღმოჩნდა ამერიკული შეზღუდვების ქვეშ.
"ქართული ოცნების" ლიდერები პასუხისმგებლობას ამ შემთხვევაშიც გაურბიან. მმართველი გუნდი დუმს და არაფერს ამბობს იმ მოსალოდნენ შედეგებზე, რაც, შესაძლოა, უკრაინაში რუსული აგრესიის ხელშემწყობ კომპანიასთან არსებულ ხელშეკრულებას მოჰყვეს, მთავარი სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან.