ახალციხე–ასპინძის გზაზე ერთმანეთს ტრაილერი და მანქანა შეეჯახნენ | არიან დაშავებულები

გამოქვეყნდა:

ავარია ახალციხე-ასპინძის გზაზე. რეგიონული გამოცემა "სამხრთის კარიბჭის" ცნობით, ერთმანეთს ტრაილერი და მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახნენ, რის შედეგად დაშავდა ორი ადამიანი, მათგან ერთი კლინიკაში გადაიყვანეს, მეორემ კი უარი განაცხადა.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276–ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი