დღეს, ქვემო ალვანში გიორგი ანწუხელიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართება | გაიხსნება ბიუსტიც

გამოქვეყნდა:

საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართება დღეს მის მშობლიურ სოფელში. ქვემო ალვანში სამზადისი ამ წუთებშიც მიმდინარეობს. დღის განმავლობაში კულტურის სახლის ეზოში სხვადასხვა ტიპის ღონისძიებები იგეგმება.

გაიხსნება ანწუხელიძის ბიუსტიც. ღონისძიების ორგანიზატორი თუშეთის განვითარების ფონდია. როგორც ორგანიზატორები ამბობენ, ბიუსტისთვის თანხის შეგროვება მთელი საქართველოს მასშტაბით მიმდინარეობდა.

გარდა ამისა დარჩენილი თანხით, გიორგი ანწუხელიძის სახელობის სპორტულ დარბაზს ინვენტარით მოამარაგებენ.

"ეს არის ყოველწლიური ღონისძიება, რომელიც წლიდან წლამდე უფრო მეტი აქტივობებით არის დატვირთული. დღეს კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რადგან ძალიან ბევრი ადამიანის დახმარებით ფონდმა , შეაგროვა თანხები და გიორგი ანწუხელიძის ბიუსტის გახსნა იქნება დღევანდელი დღის მთავარი მოვლება. გარდა ამისა, იქნება ტრადიციული დოღი, თავისი ძალაობით, რომელიც არის ტრადიციული თუშური, ცხენზე ამხედრებული კაცების დატირება რომელიც  სწორედ ასეთ ვაჟკაცებს  უკავშირდება.  ასევე გაიმართება გამოფენა გაყიდვა ადგილობრივი ნაწარმი პროდუქციის", - ამბობს ერთ-ერთი ორგანიზატორი.

ქვემო ალვანში გიორგი ანწუხელიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიებები მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება და საღამოს 19:00 საათზე დასრულდება. 

ავტორი: ია გულიაშვილი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი