
სავარაუდო რეკეტი ბათუმში - ბიზნესმენი ბესო ქამადაძე შსს-ს გენერალური ინსპექციის თანამშრომელს კოკა ვერულიძესა და მის ოჯახს უძრავი ქონების წართმევაში ადანაშაულებს.
საქმე ეხება ბათუმში აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე აფთიაქს. ფართი ბიზნესმენის საკუთრებაა, თუმცა მეიჯარე რომელიც ძალიან დაბალ ქირას, იხდის მეპატრონის რამდენიმე წლიანი თხოვნის მიუხედავად ტერიტორიას არ ტოვებს. მეიჯარე შსს-ს მაღალჩინოსნის სიდედრია.
ბიზნესმენი და მისი უფლებადამცველი კოკა ვერულიძის გავლენებზე საუბრობენ და ამბობენ, რომ მეიჯარეს ფართის ქირაობის არანაირი ოფიციალური ხელშეკრულება არ გააჩნია, მხარეებს შორის მხოლოდ სიტყვიერი შეთანხმება იყო და ამ მოლაპარაკებას კოკა ვერულიძეც ესწრებოდა.
ბიზნესმენმა ბესო ქამადაძემ ფაქტთან დაკავშირებით უკვე აცნობა სამართალდამცავებსაც, თუმცა ჯერჯერობით არანაირი რეაგირება არ არის.
ავტორი: თეა ვაშალომიძე