ყოველ დღე, საქართველოს სულ უფრო მეტი მოქალაქე ხდება ემიგრანტი. რთული, ხშირად კი სიცოცხლისათვის საშიში გზის გავლა უწევთ, რომლის ბოლო არავინ იცის როგორია. მათი გადარჩენა რამდენიმე გარემოებაზეა დამოკიდებული - დატვირთვას უნდა გაუძლოს გასაბერმა ნავმა, ამინდი უნდა იყოს კარგი, არ გაწიროს ოკეანემ და ზურგი არ აქციოს იღბალმა.
საფრანგეთი, გერმანია, იტალია და ირლანდია - ძირითად ამ ქვენებში მიდიან საქართველოდან. ბოლო პერიოდში განსაკუთრებით იმატა ქართველი ემიგრანტების რიცხვმა ირლანდიაში და ახლა იქ 3 ათასზე მეტი ჩვენი თანამემამულე ითხოვს თავშესაფარს, თუმცა ყველას არ აქვს შესაძლებლობა ლეგალური გზებით ჩავიდეს ევროპის იმ ქვეყნებში სადაც თავშესაფარს მოითხოვს, ამიტომ ასეთ დროს არჩევანი მხოლოდ გარისკვაა.