
"შენ ევროკავშირში!" - კანდიდატის სტატუსის მხარდასაჭერ საინფორმაციო კამპანიას დღეს გურიაში უმასპინძლეს. ოზურგეთის ცენტრალურ ქუჩებში ორგანიზატორებმა მსვლელობა მოაწყვეს და მოსახლეობას იდეები და სამოქმედო გეგმა გააცნეს.
პროექტის მიზანი საქართველოს მასშტაბით, ევროინტეგრაციის მხარდამჭერი მოქალაქეების გაერთიანებაა.
კამპანიის განმავლობაში, რეფორმებისა და კვლევის ჯგუფი, ორგანიზაციები "წერტილი" და "რეგიონის ხმა", მოქალაქეებთან ერთად, საქართველოს ყველა კუთხეს ეწვევიან.