არაპროფესიონალიზმის, გულგრილობისა და უუნარობის კულმინაცია | რატომ ვერ აშენდა ბაღები?

გამოქვეყნდა:

თბილისის მასშტაბით ამ დროისთვის რამდენიმე სკოლაა რეაბილიტაციის გამო დახურული, პროცესი წლებია იწელება და ათასობით მოსწავლის და მათი მშობლების ცხოვრებაც ამ ლოჯისტიკური დავიდარაბის გამო წლებია თავდაყირა დგება. მსგავსი სურათია, თუ კიდევ უფრო მძიმე არა, საბავშვო ბაღების შემთხვევაში. 

"პოსტ ფაქტუმში" ჯერ კიდევ ერთი წლის წინ მოვამზადეთ რეპორტაჟი, სადაც რამდენიმე ასეთი ბაღი გაჩვენეთ. გადავწყვიტეთ წელსაც გადაგვემოწმებინა მშენებლობის პროცესი.  ის სტაბილურად არსად მიდის და არც მშობლებმა იციან სად წაიყვანონ თავისი პატარები. 

მეტიც, მაგალითად ერთ-ერთი ახალი ბაღის შენობაც, რომელიც ნარმანიას მერობისას აშენდა, ავარიულია და ისევ ახალი ბაღის აშენებაა საჭირო. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი