საქართველოს ადგილი ცივილიზაციურადაც, პოლიტიკურადაც, რელიგიურადაც, ეკონომიკურადაც და თუ გნებავთ გეოგრაფიულადაც რომ ევროპაშია ეს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეთა აბსოლუტური უმრავლესობისთვის გასაგებია. მაგრამ მეორე საკითხია თითოეულ ჩვენგანს რამდენად აქვს გააზრებული თავისი ადგილი ამ დიდი ევროპულ ოჯახში და თავისი როლი საქართველოს ამ დიდ ისტორიულ შესაძლებლობაში - რომ ყოველგვარი შეკითხვისა თუ ორჭოფობის გარეშე დამკვიდრდეს ევროპულ სახელმწიფოდ. შედგეს და ჩამოყალიბდეს ღირსეულ ევროპულ სახელმწიფოდ.
"შენ ევროპაში" - ასე დაარქვა ახალგაზრდების საინიციატივო ჯგუფმა საკუთარ წამოწყებას, შემოიაროს მთელი ქვეყანა და ამ ქვეყნის მოქალაქეებთან ერთად გაიაზროს ჩვენი საერთო ევროპული მომავალი.
ავტორი: ზურა პეტროსიანი