ხიბულაში, არასრულწლოვანი საკუთარ სახლში გარდაცვლილი ნახეს

გამოქვეყნდა:

სოფელ ხიბულაში მე-12 კლასელი გოგო საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ამ წუთებში ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებიან. ცხედარი ექსპერტიზისთვის პროზექტურაში უნდა გადაასვენონ. ერთ-ერთი ვერსიით, მოზარდის გარდაცვალება რამდენიმე დღის წინ, ვაშლიჯვრის სამხედრო ბაზაზე, ჯარისკაცის სიკვდილს უკავშირდება. მომხდარის სხვა დეტალები უცნობია და ამ დროისათვის ვარკვევთ. 

ავტორი: ემა გოგოხია

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი