აჭარის უმაღლესი საბჭო მაუწყებლის ბორდში ასარჩევად პარლამენტს კოხრეიძისა და დოლიძის კანდიდატურებს წარუდგენს

გამოქვეყნდა:

აჭარის უმაღლესი საბჭო მაუწყებლის ბორდში ასარჩევად პარლამენტს გიორგი კოხრეიძისა და თამილა დოლიძის კანდიდატურებს  წარუდგენს. გიორგი კოხრეიძე და თამილა დოლიძე 7 კანდიდატს შორის შეირჩა.

რიგგარეშე სხდომა ოპოზიციამ დღეს პროტესტის ნიშნად დატოვა. "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა დარბაზიდან გასვლამდე შუქი ჩააქრო. 

კოხრეიძე აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი დირექტორია, რომლის დროსაც ტელევიზიიდან არაერთი კრიტიკულად განწყობილი თანამშრომელი გაუშვეს.  თამილა დოლიძე აჭარის მაუწყებლის ბორდის წევრი იყო ბოლო 4 წლის განმავლობაში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი