დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ირგანჩაიში ავარიის შედეგად არასრულწლოვანი დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც 17 წლის ბიჭი მინი ტრაქტორს მართავდა.
გავრცელებული ინფორმაციით, არასრულწლოვანმა ტრაქტორზე კონტროლი დაკარგა და ამოტრიალდა.