
ბიძინა ივანიშვილის მორიგი საწადელი ასრულებულია. კენიიდან საქართველოში ათასწლოვანი ბაობაბების ტრანსპორტირების ერთწლიანი ოპერაცია ფაქტობრივად დასრულებულია. ხეები წუხელ ფოთის პორტში გადმოტვირთეს. სულ 6 ბაობაბიდან ნაწილი შეკვეთილის დენტროლოგიური პარკის მიმართულებით გადაიტანეს. მეორე ნაწილის დანიშნულების ადგილი, დიდი ალბათობით, დედაქალაქია.
როგორც ყოველთვის, როდესაც ოლიგარქი საკუთრი სურვილების ასრულებას ითხოვდა, ამჯერადაც მთელი სახელმწიფო აპარატი მის სამსახურში ჩადგა. პოლიცია, მეგზევეები, ელექტრო-გამანაწილებელი კომპანიების თანამშრომლები, ადგილობრივი და რეგიონული მაღალჩინოსნები - წუხელ ყველა ფოთი-გრიგოლეთი-შეკვეთილის გზაზე იყო მობილიზებული იმისთვის, რომ ხეებს შეუფერხებლად გაევლო - ხელისუფლებამ სრულიად დაივიწყა ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებები.
ავტორი: ზურა პეტროსიანი