
რუსთავში, კლდიაშვილის ქუჩაზე, ერთი თვის წინ გარდაცვლილი ქალის ცხედარი მისსავე საცხოვრებელ სახლში იპოვეს. ინფორმაციას მედია ავრცელებს.
ცნობილია, რომ გარდაცვლილი რუსი ეროვნების საქართველოს მოქალაქე, 70 წლამდე ქალია, რომელიც საკუთარ საცხოვრებელ სახლში მარტო ცხოვრობდა.
"მთავარი არხის" ვებგვერდი დამატებით დეტალებს შსს-ში არკვევს.