ლენტეხის მუნიციპალიტეტში ხუთი სოფელი უკვე მეორე დღეა გარესამყაროსაა მოწყვეტილი. მოსახლეობასთან კომუნიკაცია ამ დროისთვის ტელეფონით ხერხდება.
სოფლებთან დილიდან სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები დაიწყო. ადგილზე მძიმე ტექნიკაა მობილიზებული. ლენტეხის მერის ინფორმაციით, დღის ბოლომდე ორ სოფელთან დამაკავშირებელი ხიდები აღდგება, სამ სოფელთან დაკავშირებას კი რამდენიმე დღეში შეძლებენ.
ლენტეხში ძლიერმა სტიქიამ საავტომობილო გზები და სამი ხიდი დააზიანა