
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ სანიორეში ღვინის ქარხანას კახელი მევენახეებისათვის ჩაბარებული ყურძნის დავალიანება ამ დრომდე არ გაუსტუმრებია. დღეს დილიდან ფერმერები ადგილზე იმყოფებიან და კუთვნილ ანაზღაურებას მოითხოვენ. დავალიანება ათასობით ლარს შეადგენს და როგორც მევენახეები ამბობენ, ეს მათი შემოსავლის ძირითადი წყაროა, უმეტესობას კი ბანკიდან სესხი აქვს აღებული. საპასუხოდ არ გამოდიან ქარხნის წარმომადგენლები. როგორც ფერმერები ამბობენ, რამდენიმე კვირის წინ კომპანიასთან შუამავლობის დაპირება მიიღეს კახეთის გუბერნატორისგანაც. ამჯერად ისინი სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან დაკავშირებას ცდილობენ.
ავტორი: ია გულიაშვილი