სეს: ყველის 4 ნიმუშში მცენარეული ცხიმები აღმოჩნდა

გამოქვეყნდა:

სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ყველის 4 ნიმუშში მცენარეული ცხიმები აღმოჩნდა. სააგენტო ამბობს, რომ მიმდინარე წლის ოქტომბერში სააგენტოს ინსპექტორებმა, სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, რძესა და რძის პროდუქტებში რძის ცხიმის სისუფთავის განსაზღვრის მიზნით, 20 ნიმუში აიღეს და აკრედიტებულ ლაბორატორიაში გამოიკვლიეს.

  •  შპს „ბა. გი“, ს/კ 425365954, მის: ბოლნისი, სოფ. რატევანი - ყველი სულგუნი (დამზადების თარიღი 10.10.2023 წ. ვარგისიანობის ვადა - 10.11.2023 წ.), რძის ცხიმის გარდა შეიცავდა სხვა ცხიმების ნარევს, მათ შორის, მცენარეულ ცხიმებს (9%);
     
  •  შპს „სუელი“, ს/კ 428896322, მის: ბოლნისი, სოფ. რატევანი - ყველი სულგუნი (დამზადების თარიღი 10.10.2023 წ. ვარგისიანობის ვადა - 14 დღე), რძის ცხიმის გარდა შეიცავდა სხვა ცხიმების ნარევს, მათ შორის, მცენარეულ ცხიმებს (12%);
  •  ი/მ - მის: წალკა, სოფ. საყდრიონი - ყველი იმერული (დამზადების თარიღი 11.10.2023 წ. ვარგისიანობის ვადა - 15 დღე), რძის ცხიმის გარდა შეიცავდა სხვა ცხიმების ნარევს, მათ შორის, მცენარეულ ცხიმებს (16%);
     
  •  ი/მ - მის: ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი, სოფ. ორლოვკა - ყველი იმერული „მელანია“ (დამზადების თარიღი 03.10.2023 წ. ვარგისიანობის ვადა - 03.11.2023 წ.), რძის ცხიმის გარდა შეიცავდა სხვა ცხიმების ნარევს, მათ შორის, მცენარეულ ცხიმებს (20%).", - წერია უწყების განცხადებაში.

მათივე ცნობით, გამოვლენილი დარღვევის შესახებ ეცნობათ ბიზნესოპერატორებს და დაევალათ, არ დაუშვან აღნიშნული სურსათის ბაზარზე განთავსება და სრულად ამოიღონ განთავსებული, ასეთის არსებობის შემთხვევაში, რაზეც ზედამხედველობას სურსათის ეროვნული სააგენტო განახორციელებს.

ასევე, მიმდინარე წელს, „რძის ცხიმის სისუფთავის განსაზღვრის“ მიზნით, სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებულია 250 ნიმუშის კვლევა. ამ ეტაპზე აღებულია 216 ნიმუში. 

ცნობისთვის, "რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის" თანახმად, "ყველის" დასახელებით განთავსებული ნაწარმი მცენარეულ ცხიმს არ უნდა შეიცავდეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი