ხვალიდან 1-ელ იანვრამდე ბათუმი-ხულოს გზაზე მოძრაობა შეიზღუდება

გამოქვეყნდა:

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ხვალიდან 1-ელ იანვრამდე, ბათუმი-ხულოს გზაზე, შუახევის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, სოფელ ხიჭაურიდან გომარდულის ასახვევამდე მონაკვეთში, ავტოტრანსპორტის მოძრაობა პირველი ნოემბრიდან პირველ იანვრამდე შეიზღუდება.

აღნიშნულ ტერიტორიაზე ყოველდღიურად 10:00 სთ-დან 13:00 სთ-მდე და 14:00 სთ-დან 17:00 სთ-მდე შეიზღუდება ყველა სახლის ტრანსპორტი იმოძრავებს შემოვლითი გზით.

"შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი(ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის მე-60 კმ-ზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, 2023 წლის 1-ლი ნოემბრიდან ორი თვის განმავლობაში, ყოველდღიურად 10:00 სთ-დან 13:00 სთ-მდე და 14:00 სთ-დან 17:00 სთ-მდე შეიზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა და ავტოტრანსპორტი იმოძრავებს შემოვლითი გზით. კერძოდ, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი(ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის კმ59-დან (სოფ. ხიჭაური) კმ65-მდე (სოფ. გომარდულის ასახვევი) გამავალი ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების გამოყენებით",  - წერია განცხადებაში

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი